среда, 28 июня 2017 г.
вторник, 16 марта 2010 г.
SOS ნარკოტიკები!
პროექტის სახელი: SOS ნარკოტიკები!
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შედეგები; არჩევანი გააკეთონ ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ.
პროექტის სრული აღწერა:
1. მოსწავლეთა მიერ ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების დაფიქსირება (მე–10, მე–11,მე–12 კლასებში ანკეტური გამოკითხვის ჩატარება).
2. ნარკომანიის შესახებ უახლესი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება; ნარკოტიკების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ ისტორიული ფაქტების მოძიება.
3. ინფორმაციის მოპოვება ადამიანის ჯანმრთელობაზე ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესახებ.
4. მოძიებული მასალების გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე მოსწავლეთა მიერ
გაცნობიერება იმისა, თუ როგორ ყალიბდება დამოკიდებულება და რა სარისკო ქცევა შეიძლება ახლდეს ნარკოტიკების მოხმარებას.
5. მოსწავლეთა მიერ ანტი–ნარკოტიკული საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ბუკლეტების „არა ნარკოტიკებს!“ გამოცემა– გავრცელება, საუკეთესო წინადადებათა პაკეტის შექმნა.მონაწილეთა ასაკი: 15–17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ანკეტური გამოკითხვა,მავნე ჩვევებისაგან თავის არიდების მიზნით მოზარდების მიერ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, მასალების მოძიება ისტ–ის საშუალებით, რაც
ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უნარ–ჩვევების გამომუშავებას;
ინფორმაციის გაანალიზების, სინთეზირებისა და დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავებას;
ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას;
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
· სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ ორგანიზმზე ნარკორიკების მოხმარებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.
· სამუშაო ენა ქართული.
· საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
· ბიოლოგია, ქიმია, ინფორმაციული ტექნოლოგიები.